LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის(23-29 ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1391
მიხეილ ცაგარელი

ნელ-ნელა ვუახლოვდებით დადებით ენერგოველს და სიტუაცია მსუბუქდება, თუმცა დადებითი ტალღის სრული გამოვლინება ძირითადად მომდევნო კვირიდან იგრძნობა. მიმდინარე კვირაში კვლავაც მოქმედებს გარკვეული ენერგეტიკული დაძაბულობა, რაც ითხოვს მეტ ყურადღებას ჯანმრთელობის კუთხით და კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის შეკავებას. რეკომენდებულია ყოველი ნაბიჯის გადამოწმება და წინასწარი დაგეგმვა.

ვერძი– სიტუაცია აშკარად უმჯობესდება. გაძლიერდება ოპტიმიზმი, სიკეთისა და თანაგრძნობის უნარი, რაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების პრობლემების გადაჭრაშიც დაგეხმარებათ. ენერგეტიკული ფონი ამაღლებულია, ჯანმრთელობა — სტაბილური. ყოველდღიურად იგრძნობთ ენერგიის მატებას, გაიზრდება შრომისუნარიანობა და გაუმჯობესდება ურთიერთობები ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან. გაძლიერდება ინტუიცია, რაც სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მოგცემთ. ეს კვირა ხელსაყრელია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის.

კურო – წინა კვირასთან შედარებით, მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. გეძლევათ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმეების დაწყებისთვის. იცვლება თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი — იზრდება ოპტიმიზმი და რეალობას უფრო ნათელი თვალით უყურებთ. გიჩნდებათ შანსი, რეალიზაცია მისცეთ თქვენ იდეებსა და გეგმებს. შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა აღმოჩნდეთ სასიამოვნო ცვლილებების ან განახლების წინაშე. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები და მოერიდოთ იმპულსურობას. ეს დრო ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. მოგზაურობის კუთხითაც, პერიოდი პერსპექტიულია.

ტყუპები – ეს კვირა აშკარად ზრდის თქვენს შესაძლებლობებს და წარმატების შანსებს. გრძნობთ შვების ეფექტს, თავისუფლდებით წარსული შეზღუდვებისა და წნეხისგან. იზრდება თვითრწმენა, თავდაჯერებულობა და დაცულობის განცდა. თუმცა, მიუხედავად დადებითი მუხტისა, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ შორეული მოგზაურობებისა და უცხოეთში მივლინებებისგან. კარგი დროა ბიზნესპროექტებში ჩართვისა და ახალი ინიციატივების დასაწყებად. ენერგოტონუსი მატულობს, იმუნიტეტი ძლიერდება, ფსიქოემოციური მდგომარეობა კი სტაბილურდება — რაც წინსვლასა და წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

კირჩხიბი – ეს კვირა წარმატების დიდი პოტენციალით ხასიათდება თითქმის ყველა სფეროში. ყოველდღიურად იგრძნობთ შრომისუნარიანობის ზრდას და ემოციური განახლების ეფექტს. მატულობს ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა. მიუხედავად ამისა, თავი შეიკავეთ მსხვილი ფინანსური ხარჯებისა და კაპიტალდაბანდებისგან. შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი პროექტები ან იდეები, განსაკუთრებით თუ ისინი დაკავშირებულია შემოქმედებასთან. თქვენი ინტუიცია გაძლიერდება და სწორ გადაწყვეტილებებში მტკიცედ დაგეხმარებათ.

ლომი – განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. იმუნიტეტი თანდათან კლებულობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავადობას არ ნიშნავს, იგრძნობთ განწყობისა და ენერგიის დროებით დაქვეითებას. ეცადეთ, დროულად დაასრულოთ დაგეგმილი საქმეები ისე, რომ არ გადაამეტოთ საკუთარ რესურსებს. აუცილებელია ენერგიის აღდგენა და ფიზიკური განტვირთვა. თავი შეიკავეთ კონფლიქტური ურთიერთობებისგან, განსაკუთრებით პარტნიორებთან. ამ პერიოდში შესაძლოა გააქტიურდნენ ფარული მტრები ან მოშურნეები — ამიტომ, ნუ გაამხელთ გეგმებს და მოერიდეთ ზედმეტ საუბარს. იმოქმედეთ მშვიდად და გაწონასწორებულად.

ქალწული – შეიგრძნობთ შინაგან სიმშვიდეს და სტაბილურობას. ხართ აქტიური, შრომისმოყვარე და რაც მთავარია — პრაგმატულად აზროვნებთ, რაც გეხმარებათ მიზნების მიღწევაში. პარტნიორული თანამშრომლობა პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება. ეს პერიოდი ხელსაყრელია რეფორმებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. მეგობრული ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავა და მათგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. რაც უფრო გაბედულად და თანმიმდევრულად შეიტანთ სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში, მით მეტი წარმატების შანსი გექნებათ.

სასწორი – ფსიქოემოციური ფონი გაუმჯობესებულია. იზრდება ენთუზიაზმი, რაც საგრძნობლად აისახება თქვენს საქმიან აქტივობასა და მოტივაციაზე. ეს პერიოდი ხელსაყრელია კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. შესაძლოა მიიღოთ გარკვეული სარგებელი ძველი პროექტებისგან ან დაეხმაროთ სხვებს და მათგან პოზიტიური უკუკავშირიც მიიღოთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ კოლეგებთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. იდეების რეალიზება, მატერიალური წინსვლა და სტაბილურობა –  ამ ყველაფერს შეუძლია ახლა მეტად მტკიცე ფორმა მიიღოს.

მორიელი – ენერგოტონუსი მატულობს, განწყობა პოზიტიური ხდება. ცვლილებებს ოპტიმიზმით შეხვდებით და იგრძნობთ მოტივაციას რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. წარმატებული პერიოდია როგორც პირად განვითარების, ისე სოციალური აქტიურობის კუთხით. შესაფერისი დროა მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის ან უცხოეთში დაგეგმილი საქმეების წამოსაწყებად. ლიდერული თვისებები მკაფიოდ გამოჩნდება – მოიყვანეთ იდეები მოქმედებაში და თქვენ მიზნებსაც უფრო ახლოს მიუახლოვდებით.

მშვილდოსანი – ამ კვირაში დაძაბულობა არ შეგაწუხებთ – პირიქით, ყოველდღიურად გაიზრდება ენერგია, ენთუზიაზმი და პოზიტიური განწყობა. თავს იგრძნობთ შრომისუნარიანად და მობილიზებულად. გემატებათ ნებისყოფა და ორგანიზატორული უნარები, რაც დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში. წარსული სირთულეების გახსენებაც კი იუმორის ელფერით მოხდება. ნდობა ინტუიციის მიმართ გადამწყვეტი გახდება. ეცადეთ, არ გაამჟღავნოთ თქვენი გეგმები ნაადრევად – ეს უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას და იცავს წარუმატებლობისგან.

თხის რქა – შინაგანი სტაბილურობა და გარეგანი მოწესრიგებულობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. საქმიანი ურთიერთობები თანდათან დადებით კალაპოტში გადადის. ეს პერიოდი იდეალურია შეუპოვრობისა და ორგანიზებულობის წარმოსაჩენად. პარტნიორული თანამშრომლობა, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს წინსვლისთვის. შესაძლოა ქორწინების თემაც აქტუალური გახდეს. გაძლიერდება შემოქმედებითი უნარების გამოვლენის უნარი, მატულობს სამართლიანობის გრძნობა, რაც თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში გაამყარებს.

მერწყული –  წარმატების მუხტი აშკარად მატულობს. თქვენი იდეები, რომლებსაც აქამდე განვითარების საშუალება არ ჰქონდათ, ახლა რეალიზაციის ფაზაში გადადიან. ის ბორკილები, რომლებიც თქვენს სვლას აფერხებდნენ, უკვე მოხსნილია. საქმეებს უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად მიჰყვებით. დალაგდება ურთიერთობები როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელებთან. ეს დრო სიმშვიდესა და გეგმების ახლებურად წარმართვას გთავაზობთ, რაც წინსვლას და პირად თავისუფლებას კიდევ უფრო გაამყარებს.

თევზები – შეგრძნება, რომ საკუთარ წრეში ხართ და მშვიდად მოქმედებთ, ყველაზე უკეთ აღწერს თქვენს მდგომარეობას. შინაგანი სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა გაძლიერებულია. ინტუიცია ახლა განსაკუთრებულად სანდოა – სწორედ მისით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ გადაწყვეტილებების მიღებისას. გიმაღლდებათ თვითშეფასება და პოპულარობა საზოგადოებაში. იღბალი მატულობს სასიყვარულო ურთიერთობებშიც. არსებული კავშირების განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დროა, ხოლო შვილებთან ურთიერთობა განსაკუთრებულად თბილი და პერსპექტიული გახდება. იღბლის ტენდენცია მოიმატებს კონკურსებში, გათამაშებებსა და ზოგადად, შესაძლებლობების მოზიდვაში. ლიდერული უნარების გამოვლენაც შესანიშნავად გამოგივათ.

გეომაგნიტური დღეები: 24, 25, 27 და 29 ივნისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები