LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკოზი

146
მიკოზი

მიკოზი – ეს არის დაავადება, რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე მინიმალური კონტაქტით. ისინი ძალიან სიცოცხლისუნარიანები არიან. უძლებენ +100 გრადუს ცელსიუსამდე სითბოს და -60 გრადუს ცელსიუსამდე ყინვას. მიკოზით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან: დასუსტებული იმუნიტეტის მქონე, ბრტყელტერფიანი ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ოფლიანობა, აქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შაქრიანი დიაბეტი. უმეტეს შემთხვევაში სოკოთი ავადდება ფეხის ტერფები, თითებს შუა ადგილები, ფრჩხილები, ხელის მტევნები. პირველი სიმპტომებისთანავე, როგორიცაა – კანის სიწითლე, ქავილი, თითებს შუა სისველე, ფრჩხილების ფორმის შეცვლა – საჭიროა მიმართოთ დერმატოლოგს. სოკო აზიანებს კანს და ფრჩხილებს, ამიტომ საჭიროა ატაროთ მოხერხებული და ხარისხიანი ფეხსაცმელი. არ შეეცადოთ სოკოს თვითმკურნალობას. თუ დროზე არ მიმართავთ ექიმს, სოკო სწრაფად გავრცელდება და მასთან ბრძოლა გართულდება. თუ ოჯახის რომელიმე წევრი დასნებოვნდა სოკოთი, მაშინ მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები აუცილებელია ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა.

მიკოზი აზიანებს კანს, თმას, ლორწოვან გარსს, შინაგან ორგანოებს. დაავადების გამომწვევი მიზეზებია ასევე კანის დაზიანებული საფარიდან ორგანიზმში სოკოს მოხვედრა; დაინფიცირებულის მიერ გამოყენებული ნივთების, ტანსაცმლის მოხმარება; ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება; შაქრიანი დიაბეტი, შიდსი. მიკოზის შედეგია ფეხებზე ცუდი სუნის გაჩენა; კანზე ბუშტუკების გაჩენა; კანის დაზიანებული ნაწილის გაწითლება ან გაუფერულება, რასაც ახლავს ძლიერი ქავილი; თითებს შორის კანის დახეთქვა; კანის გაუხეშება; ფრჩხილების დათხელება და მტვრევადობა; თმის სიმშრალე, მტვრევადობა და ცვენა.

მკურნალობა მოიცავს: პრეპარატებს; ფიზიოთერაპიას; ქირურგიულ ჩარევას. აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს: მეორადი ალერგიული დაავადებები; ანთებითი პროცესები; ლიმფოსტაზი. დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები; ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანები; აუზებზე, საუნებში და საზოგადოებრივი გამოყენების სხვა ადგილებში ხშირად მოსიარულეები; ჭარბი ტენიანობის მქონე კლიმატში მცხოვრები ადამიანები. რეკომენდებულია: პირადი ჰიგიენის წესების დაცვა; საერთო საშხაპეებსა და აბაზანებში ჩუსტების გამოყენება; ვიტამინებით მდიდარი დაბალანსებული კვების რაციონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები