LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის ინტერი ჩინური გახდა

19

ჩინელმა ინვესტორებმა მილანის ”ინტერი” შეიძინეს.
ერიკა ტოჰირას ეპოქამ სამ წელიწადსაც ვერ გასტანა.

Suning Group-მა ოფიციალურად შეიძინა მილანის ”ინტერი”, – იუწყება იმავე კონსორციუმში შემავალი კლუბის ”ცზიანსუ სუნინის” ტვიტერი.

როგორც Reuters წერს, ორშაბათს Suning Group და ”ინტერი” ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ შეთანხმებაზე, რომელიც 750 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ჩინელ ინვესტორებს მილანური კლუბის აქციათა 70% ერგებათ.

არ არის გამორიცხული, რომ ”ინტერმა” იჯარის წესით აიყვანოს ”ცზიანსუ სუნინის” ვარსკვლავები ალექს ტეიშერა და რამირესი.

შეგახსენებთ, ჩინელი ინვესტორები ასევე დაინტერესებული არიან ”ნერაძურის” თანაქალაქელი ”მილანის” შეძენით და რა ხანია ჭირვეულ სილვიო ბერლუსკონისთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები