LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში, დუომოს მოედანზე ბანანებს დარგავენ

32

მილანში, დუომოს მოედანზე ბანანებს დარგავენ. ლომბარდიის ყველაზე ცნობილ მოედანს უახლოეს მომავალში დიდი ცვლილებები ელის. მუდმივად ხალხმრავალ პიაცაზე ეგზოტიკურ მცენარეებს, ბანანის პალმებს გააშენებენ.

საინტერესო და ამავდროულად უცნაური ინიციატივის ავტორი და სპონსორი ყავახანის ქსელი “სტარბაქსი” გახდა. პოპულარული კაფე მილანის მოედანზე პირველად გაიხსნება და მის წარმომადგენლებს სურთ, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ინიციატივა მერიამაც დაამტკიცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები