LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში მფრინავი ტაქსი 2026 წლიდან გამოჩნდება

70
thumb-1024x663-vertiport

2026 წლისთვის მილანელებს თუ ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საჰაერო ტაქსის სერვისით ისარგებლონ. ინოვაციური ტრანსპორტი ქალაქის ყველაზე პოპულარულ ადგილებს აეროპორტთან დააკავშირებს.

გამოცემა The mayor-ის ინფორმაციით, აეროტაქსის პრემიერა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვევა.

ტაქსოპარკი საშუალო ზომის ელექტრონული თვითმფრინავებისგან eVTOl-ისგან დაკომპლექტდება და ხომალდი აფრენას ვერტიკალურად შეძლებს. ევროპული მედიის ინფორმაციით, ასეთ თვითმფრინავებს მსოფლიოში პირველი „მწვანე“ აეროპორტის ტერიტორიაზე დატესტავენ. ეს აეროპორტი კი შელეფტეოში, შვედეთში მდებარეობს.

ამჟამად ინჟინრები აფრენა-დაფრენის სადგურების მდებარეობას ადგენენ. ამ სადგურებს სავარაუდოდ მილანის ყველაზე მაღალი შენობების სახურავებზე განათავსებენ.

აეროტაქსის სერვისის დანერგვა სურთ სხვა იტალიურ ქალაქებსაც. მაგალითად, რომის აეროპორტში მფრინავი ტაქსის გაშვებას 2024 წლიდან გეგმავენ. ინოვაციური ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან აეროსადგურამდე მოგზაურობას 45 წუთიდან 15 წუთამდე შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები