81 წლის მილიარდერს, ყოფილ ფინანსისტს მიშელ დე კარვალიოს, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მართვის უფლება ჩამოართვა. მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.
შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა, როდესაც საგზაო კონტროლის კამერამ დააფიქსირა, რომ დე კარვალიო 80 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა იმ მონაკვეთზე, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 64 კმ/სთ იყო. ეს მისი მეოთხე დარღვევა აღმოჩნდა.
სექტემბერში მილიარდერმა გადაწყვეტილების გასაჩივრება მაგისტრატის სასამართლოში სცადა. მისი თქმით, ავტომობილის მართვის აკრძალვა სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა როგორც მას, ასევე მის ხანდაზმულ მეზობლებს, რომლებიც მაღაზიებსა და ეკლესიაში მას თავად დაჰყავდა. დე კარვალიომ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო ვერ სარგებლობს ტაქსითა და Uber-ით.
მიუხედავად მისი არგუმენტებისა, მოსამართლემ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დე კარვალიოს ავტომობილის მართვა 6 თვით აუკრძალა. ეს არის სტანდარტული სანქცია სიჩქარის რეგულარული გადაჭარბების შემთხვევაში.
მიშელ დე კარვალიო ახალგაზრდობაში სპორტითა და მსახიობობით იყო დაკავებული: 1968 წელს მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიადაზე, ხოლო 1972 და 1976 წლებში დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა თხილამურით სრიალში. ბავშვობაში იგი თამაშობდა ფილმში „ლოურენსი არაბელი“. მისი მეუღლეა შარლინ ჰაინეკენი — ლეგენდარული კომპანია Heineken International-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ფრეედი ჰაინეკენის, ქალიშვილი და მთავარი მემკვიდრე.