LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერი, რომლის მოგზაურობასაც სოც–ქსელში ნაპოვნი სპონსორები აფინანსებენ

19

მულტიმილიონერი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ამისთვის თავის მილიონებს არ იყენებს.

გარეტ გიმმა თავისი კომპანია Snapchat-ს მიყიდა და 54 მილიონი გამოიმუშავა. ამის შემდეგ 28 წლის ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გაეყიდა და ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წასულიყო. მან და მისმა მეუღლემ ჯესიკამ გაყიდეს სახლი, ავტომობილები და ჯამში 45 ათასი დოლარი დააგროვეს. სამოგზაუროდაც სწორედ ამ ფულის გამოყენებას გეგმავდნენ. წყვილს გადაწყვეტილი ქონდა, რომ მილიონებისთვის ხელი არ ეხლო და არსებული ფულით იმდენი ემოგზაურა რამდენსაც შეძლებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, როდესაც მათ მხოლოდ 5 ათასი დოლარი ქონდათ დარჩენილი და უკან დაბრუნებას აპირებდნენ, სოციალური ქსელის დახმარებით პირველი სპონსორები გამოჩნდნენ.

გარეტი და ჯესიკა აქტიური ბლოგერები არიან, ისინი თავისი ცხოვრების შესახებ სიახლეებს მუდმივად პოსტავენ და უკვე ათასობით გამომწერიც ყავთ. ამიტომ, მათი მოგზაურობა ბევრი ადამიანისთვისაა საინტერესო და შესაბამისად, სპონსორებმაც არ დააყოვნეს.

https://www.instagram.com/p/BM5kqDWA7dO/

https://www.instagram.com/p/BPFiixIgfPg/

https://www.instagram.com/p/BO2LS1WAnHU/

https://www.instagram.com/p/BMPPW__AC05/

https://www.instagram.com/p/BK3_k0CABxv/

https://www.instagram.com/p/BNnfgOeA01l/

https://www.instagram.com/p/BNUO1ndAQJ8/

https://www.instagram.com/p/BMZUVbeAGwO/

https://www.instagram.com/p/BMeV8I0AnW5/

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები