Tesla-მ „საშიში“ ავტოპილოტის გამო რეკორდული უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. კომპანიის ახალი აქცია 2 მილიონზე მეტ ელექტროქარს მოიცავს და ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა autopilot არასაკმარისადაა დაცული არასწორი გამოყენებისგან. დეფექტი აშშ-ს უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ნაციონალურმა ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, ეს ასოციაცია „ტესლას“ ტექნოლოგიებს უკვე დიდი ხანია თვალს ადევნებს და უკან გამოწვევის კამპანიების ინიციატორიც არაერთხელ გამხდარა.
რისკ ჯგუფში მოხვდნენ 2017-2023 წელს გამოშვებული Tesla Model 3, 2012-2023 წლის Model S, 2016-2023 წლის Model X და 2020-2023 წლის Model Y. ეს თითქმის ყველა ელექტროქარია, რომელიც კი აშშ-ს ტერიტორიაზე გაყიდულა.
მწარმოებელს ავტონომიური მართვის სისტემის განახლება მოუწევს. საქმე ისაა, რომ ზოგჯერ მძღოლს არ შეუძლია მართვის სისტემაში ჩარევა და იმის გარკვევაც კი მუშაობს თუ არა სისტემა საერთოდ. ასეთ შემთხვევებში ავტო საგზაო შემთხვევების რისკი იზრდება.