ბრიტანულმა კომპანია Peboryon-მა ახალი რადიო მართვადი სათამაში, MINI Cooper წარმოადგინა. ქმნილება მეტად უჩვეულოა, რადგან ის თითქმის მთლიანად ბისკვიტისგან და კრემისგან შედგება, სწორედ ამიტომ, ავტომობილი ფაქტიურად ტორტს წარმოადგენს.
ინტერნეტში გამოჩნდა რგოლი, სადაც სათამაშო ჰეთჩბეკი-ტორტი მოძრაობაშია. ვიდეოში ისიც ჩანს, რომ ტორტის საფუძველი კომპაქტური პლატფორმაა, რომელსაც ელექტრო მართვა აქვს. სათამაშოს მინიატურული შასი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკონდიტრო ნამუშევარისთვის გაეძლო.
ინტერნეტმომხმარებლები ვიდეორგოლმა აღაშფოთა და უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ ელემენტები სათამაშოს საკვებ ნაწილთან ძალიან ახლოს იყო. თავის მხრივ ავტორები ამბობენ, რომ ტორტი აბსოლუტურად უსაფრთხო გამოვიდა.