LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mini-მ თავისი მანქანებისთვის ციფრული ასისტენტი შექმნა. ეს არის ინგლისური ბულდოგი სახელად სპაიკი

156
spike

Mini-ს ავტომობილებში ვირტუალური ძაღლი, სახელად სპაიკი დასახლდა. ანიმაციური ასისტენტის პრეზენტაცია ერთ კვირაში, შანხაის ავტოსალონზეა დაგეგმილი, თუმცა მისი შესაძლებლობების შესახებ ცოტა მოგვიანებით ისაუბრებენ. სპაიკი ინგლისური ბულდოგის შთაგონებით შეიქმნა, ამ ბულდოგის ნახვა კი Mini-ს ძველ სარეკლამო რგოლებშიცაა შესაძლებელი.

მწარმოებლის თქმით, პერსონაჟმა მძღოლსა და ავტომობილს შორის ემოციური კავშირი უნდა გააძლიეროს და მათ შორის „კომუნიკაცია“ უფრო ცოცხალი და მკაფიო გახადოს.

სპაიკი დისპლეიში „იცხოვრებს“ და თუ რისი გაკეთება შეეძლება, ჯერ-ჯერობით უცნობია. Mini პირობას დებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით გაავრცელებს, მაშინ როცა ახალი მოდელების ციფრული პლატფორმების შესახებ ისაუბრებს. ამ დროისთვის კი ისაა ცნობილი, რომ სპაიკი ჰეტჩბეკ Cooper-ს და და მომავალი თაობის კროსოვერ Countryman-ს დაემატება. ეს უკანასკნელი პროტოტიპის სტატუსით ფინალურ ცდებს გადის და კონვეიერზე დადგომას უახლოეს მომავალში გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები