LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკი დამთავრდა: საქართველოს ევროპული თამაშებიდან 30 მედალი მოაქვს

223
guram tushishvili 2019 001

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე ევროპული თამაშები დასრულდა და ბუნებრივია ასპარეზობა დაასრულა საქართველოს ნაკრებმაც. ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 30 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. საქართველო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში მედლები მოიპოვეს:

ოქროსმედალოსნები – ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ბექა ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).

ვერცხლისმედალოსნები – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი).

ბრინჯაოსმედალოსნები – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი).

მინსკში II ევროპული თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიაც გაიმართა, რომელიც „დინამოს“ ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მას როგორც სპორტული სამყაროს მაღალჩინოსნები, ასევე პოლიტიკური ფიგურები დაესწრნენ.

III ევროპული თამაშები 2023 წელს პოლონეთის სამეფო ქალაქ კრაკოვში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები