LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირჩევნია, რომ ერთი სიმღერა ჩავწერო და კარგი, რაღაც ისეთი გავაკეთო, რომ მთელი ძალა და ენერგია დავხარჯო… ლამაზი და კარგი ქართული სიმღერა გამოგვივიდა“ – ზურა მირზიაშვილი

211
რადიო

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ზურა მირზიაშვილის ახალი სიმღერის – „მთები მეძახიან“ პრემიერა შედგა. მომღერალმა სიმღერის ისტორია და მასზე მუშაობის პროცესი გაგვიზიარა.

ზურა, არც თუ ისე ხშირად უშვებ ახალ სიმღერებს, რა არის ამის მიზეზი?

არავისთან ცუდი მიმართებით არ ვამბობ, მაგრამ მე მირჩევნია ხოლმე, რომ ერთი სიმღერა ჩავწერო და კარგი, რაღაც ისეთი გავაკეთო, რომ მთელი ძალა და ენერგია დავხარჯო იმ სიმღერაში, მერე, ცოტა ხანი ამოვისუნთქო და მერე, ისევ დავბრუნდე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მთები მეძახიან“, როგორია მისი ისტორია?

პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერაა.

დილა გათენდა, გავიღვიძეთ, ჩემი ძმა შემოდის ჩემთან ოთახში და მეუბნება, ზურიკო, ნახე რა სიმღერა აღმოვაჩინე, ისეთი სიმღერა არის, შენ რომ უნდა იმღეროო. ზაქრო აბაიძეს ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც. უბრალოდ სუფრასთან შეასრულეს ეს სიმღერა, გარმონზე უკრავს თუში ქალბატონი, დედაჩემის მეგობარი, მერი ჯიხოშვილი და ზაქრო მღერის. ჩემმა ძმამ მითხრა, მჯერა, რომ ამ სიმღერას იმღერებ და ისე გააკეთებ, როგორც საჭიროაო.

ბატონ ზაქროს რომ დავურეკე, მითხრა, რა უფლება მაქვს, შვილო, რომ სიმღერა არ მოგცე, იმისთვის არის, რომ მთელმა საქართველომ ვიმღეროთო. იმ დღიდან დავიწყე ამ სიმღერაზე ფიქრი, თუ როგორ გამეკეთებინა, რა გამეკეთებინა, რომ ცოტა უცხო და ჩემებური გამოსულიყო, ცოტა სხვანაირი ვერსია გავაკეთე, არაფერი განსხვავებული, ყველაფერი უბრალოდ და ლამაზად არის გაკეთებული. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩავწერეთ. ზურა ბარბაქაძე დამეხმარა ფანდურში. გარმონზე გოგი მიქელაძე უკრავს. რა თქმა უნდა, სიმღერის შექმნაში მამამ მიიღო მონაწილეობა, გვეუბნებოდა, როგორ და სად რა სჯობდა. მოკლედ, ასე ერთობლივად ლამაზი და კარგი ქართული სიმღერა გამოგვივიდა.

ეს სიმღერა რომ დავამთავრეთ და ჩავწერეთ, მერე ვთქვით, მოდი, ბარემ პატარა ვიდეორგოლიც გადავიღოთო. ვიდეო ვახტანგ ქაჩლიშვილმა გადაიღო.

ზურა მირზიაშვილი – მთები მეძახიან

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები