LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მის მსოფლიო 2016 პუერტო-რიკოს წარმომადგენელი გახდა (ფოტოები)

27

18 დეკემბერს, მერილენდის შტატში 2016 წლის „მის მსოფლიო“ გამოვლინდა, რომელიც პუერტო რიკოს 19 წლის წარმომადგენელი, სტეფანი დელ ვალიე გახდა. გამარჯვებულმა გვირგვინი „მის მსოფლიო-2015“-გან, ესპანელი მირეია ლალაგუნასგან მიიღო.

„პირველი ვიცე მისის“ წოდება დომინიკას რესპუბლიკის წარმომადგენელმა, იარიტზა მიგელინა რეის რამირესმა დაიმსახურა, ბრინჯაო კი წილად ინდონეზიელ ლამაზმანს, ნატაშა მანუელას ხვდა.

სულ კონკურსში 117 გოგონა მონაწილეობდა, საუკეთესო ოცეულში კენიის, ფილიპინების, ავსტრალიის, ბრაზილიის, ჩინეთის, კორეის, მონღოლეთის, ამერიკის, საფრანგეთის, ტაილანდის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები