LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაიკეტა

66

წუხელ ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა რიკოთის უღელტეხილზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.

როგორც “ავტორადიოს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგეგმილია დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენა.

ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები