LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშა ჩაგიდეს?“ – სოფო ნიჟარაძეს „ფეისბუქის“ პირადი გვერდი კომენტარებით „დაუბომბეს“

53

2 ნოემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიშა სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება, მომღერლის დაკითხვაზე დაბარება მოჰყვა. დაკითხვიდან გამოსულმაც და მანამდეც, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც, განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობას არ აღიარებს. სოფომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ ჩანაწერში სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული ფრაზები ნაწილ-ნაწილ არის დამონტაჟებული.

„ფეისბუქზე“ მის სტატუსს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მისსავე კედელზე. ვნახოთ, რას სწერენ მომღერალს.

ნანა თვალავაძე: „მე ერთი ვიცი, ეს შენი ხმა არ არის. შენს ხმას კი ფანტასტიკურად ვიცნობ! ლაივშიც და ტელეფონშიც. მიყვარხარ ძალიან, ჩემო სიხარულო“.

მაკა რობაქიძე: „როცა ნაცები ავრცელებდნენ ასეთ ჩანაწერებს, სიმართლე იყო და ახლა არ დავუჯეროთ? გრცხვენოდეს, სოფია…“

რიჩარდ ურიათმყოფელი: „ვაიმე, სოფ, შენზე ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავსს იტყოდი, შენ ხომ სათნოების განსახიერება ხარ. ყველაფერი დამონტაჟებულია, ფუი მაგათ. შენ არ ინერვიულო, სევდა არ მიაკარო შენს ხითხითა სახეა, მპუა, მპუა“.

პაატა სორდია: „ნოდარზე რაც თქვი, ის განაღვლებს მხოლოდ, არიქა, არ ეწყინოს და, აქ ჩანს კიდევ ერთი შენი სიჩერჩეტე. ნოდარი წყალსაც წაუღია იმასთან შედარებით, რა შენ და მიშიკომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის შესახებ „მადიანად“ ისაუბრეთ…“

ლიკა გვაზავა: „ზარი გაუშვი და ისე დაგირეკა, თუ შენც გქონდა დასარეკი, სოფ?“

თამო იაკობაშვილი: „არ მაინტერესებს, რაა სიმართლე და რა – არა. არც შენი პირადი ცხოვრება მაინტერესებს. აინტერესებს იმას, ვისაც საქმე არ აქვს და თავისი პირადი არ გააჩნია. ვგიჟდები შენზე, უზომოდ მიყვარხარ…“

სალო სალომეა: „კაი რა, სოფ, რა დამონტაჟებული, ღადაობ? ვის არ მოენატრებოდა უფასო ლამაზ-ლამაზი კაბები, კლიპები და ა.შ. ისე, რა ვნებიანი ხმა გქონდა, გოოგ…“

მახო პატარაშვილი: „ვისი რა საქმეა, სოფია მიშას საყვარელია, მეგობარი თუ ცოლისდა. ღმერთმა ეს ცხოვრება ერთხელ მომცა და ისე ვიცხოვრებ, როგორც გამისწორდება. მიდი, სოფო, მიაწექი…“

გიორგი შალიკაშვილი: „კარგი, მაგას გადავყლაპავთ, რომ ნოდარ მელაძე ჩაამონტაჟეს, იმიტომ, რომ სულ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ნოდარა.

მაგრამ სისხლისღვრის ხსენებაზე როგორი ურეაქციო ხარ ეს გულჩვილი გოგო, ჰა? ჟიურის წევრი რომ იყავი სხვადასხვა გადაცემაში, რამდენჯერ მახსოვხარ აცრემლებული და ნუთუ შენი დებისა და ძმების სისხლისღვრას ასე უემოციოდ ატარებ?“

ზურაბ მენაღარიშვილი: „თვითონ მიშა ჩაგიდეს?“

ნათია ნატა სანიკიძე: „ყველამ თავის ბ..ზ მამიდას მიხედოს! ჩაანწერზე ბევრი ვიცინე, როდის იყო უმაღლესი რანგის პირი სატელეფონო საუბრისას საყვარელ ქალთან ასეთ ტემებზე საუბრობდეს, თან, ვინ არ იცის, რომ გვისმენენ და საწყალმა მიშამ არ იცოდა, ნწ,ნწ,ნწ…“

ია გერგედავა: „და შენ გაქვს 3 მილიონი არა! სამწუხაროდ, შემდეგ ტურში ვერ გადახვედით…“

დარეჯან ღვინთიძე: „სოფო, საუკეთესო ხარ და ამიტომაც გყავს მტერი…“

ნათია კურტანიძე: „აფერისტო მიშას მეგობარო…“

ბაჩო ბაჩო: „იქნებ, ვიდეოებიც „გაჩითონ“,  ოღონდ კარგი ხარისხით, „სასტავი“ ველოდებით…“

დეა ამურველაშვილი: „ეგრე მოგიხდება, შე ქაჯო, რა გეგონა, შეგრჩებოდა კისკისი და თბილი საუბარი, ან რას გიშვრება ესეთს ეს გიჟი, მის სისხლისმღვრელ გეგმას რომ ემხრობი, თან ძალიან მალე რომ გსურს განხორციელება…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები