გუშინ ბელარუსის დედაქალაქში მისს სამყაროს გამარჯვებული გამოვლინდა. ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულისთვის კონკურსში 60-ზე მეტი გათხოვილი ქალბატონი იბრძოდა მთელი მსოფლიოდან. გამარჯვება კანადელმა მსახიობმა და მოდელმა ეშლი ბურნჰემმა მოიპოვა, რომელსაც კონკურენციას უკრაინელი, კოსტა-რიკელი და სამხრეთ აფრიკელი კონკურენტები უწევდნენ.
”ძალიან ვამაყობ, რომ მისს სამყაროს გამარჯვებული გავხდი. მე ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების პირველი წარმომადგენელი ვარ, ვინც ეს ტიტული მოიპოვა”, – აღნიშნა 25 წლის ეშლი ბურნჰემმა.