პიკაპში, რომელიც კანზასის აეროპორტთან მთელი 8 თვე იდგა, მიცვალებული იპოვეს. „New York Post“-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 53 წლის რენდი პოტერი აღმოჩნდა. რენდი 2017 წლის 17 იანვარს დაიკარგა და მას ოჯახის წევრები თუ პოლიციელები რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. მთელი 8 თვის გასვლის შემდეგ კი პოტერის ახლობელმა სამართალდამცავებს მისი ავტომობილის მოძებნა ურჩია და მას კანზასის აეროპორტთან გადააწყდნენ. სამწუხაროდ, პიკაპში მისი მფლობელიც იმყოფებოდა და ის უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ამერიკელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.