LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტოვებული 9 წლის ბიჭი 2 წელი მარტო ცხოვრობდა და სკოლაშიც დადიოდა

151
Capture

საფრანგეთში 9 წლის ბიჭუნამ ორი წელი სრულიად მარტომ, გათბობის და ცხელი კერძის გარეშე იცხოვრა. ამის შესახებ The Independent წერს.

მიტოვებული ბავშვი ერთ-ერთ მუნიციპალურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც ელექტროენერგია და ცხელი წყლის მიწოდება გათიშული იყო. ორი წლის განმავლობაში ის კონსერვებით, კექსებით და მეზობლის აივნიდან აღებული ხილით იკვებებოდა. ზოგჯერ პატარას მეზობლებიც კვებავდნენ. ბიჭუნა ცივი წყლით ბანაობდა და საძილე ტომარაში ეძინა. ამასთან, ის სკოლაში დადიოდა და საშინაო დავალებებსაც ბეჯითად ასრულებდა. კარგი მოსწრების გამო არავის უეჭვია, რომ მის ოჯახში ცუდი სიტუაცია იყო.

ხელისუფლებამ ბიჭის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთმა მეზობელმა ანონიმურად პოლიციაში დარეკა. როგორც გაირკვა ბავშვის 39 წლის დედა შეყვარებულთან სხვა ქალაქში გადავიდა და სახლში დრო და დრო, საჭმლის მოსატანად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე. მეზობლებმა ქალთან გასაუბრება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ის ყველას ეუბნებოდა, რომ მის საქმეში არ ჩარეულიყვნენ.

საბოლოო ჯამში დედას სასამართლოს წინაშე მოუწია წარსდგომა, სადაც ის ამტკიცებდა რომ შვილთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, მისი მობილურის მონაცემები ადასტურებდა, რომ დროის უმეტესი ნაწილი სხვა ქალაქში ჰქონდა გატარებული. ქალს არასრულწლოვანის საფრთხეში ჩაგდებისთვის 6 თვიანი შიდა პატიმრობა მიუსაჯეს.

ბავშვი დროებით მეურვე ოჯახს გადაეცა, მომავალში კი მის ბედს სოც-მუშაკები გადაწყვეტენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები