LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხედველობა ბავშვებში

111
მხედველობა ბავშვებში

დღეს, პატარებს გაცილებით ადრეული ასაკიდან ეწყებათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები – თვალების სიმშრალე, ქავილი, წვა, სინათლის შიში. ამის მიზეზი ტელევიზორი, კომპიუტერი და მსგავსი თანამედროვე ხელსაწყოებია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლის ყურადღება ამ საკითხთან მიმართებაში და იმ აუცილებელი წესების დაცვა, რომლებიც მათ შვილს ამ პრობლემისაგან დაიცავს.

თვალების სიმშრალეს ისეთივე სიმპტომები ახასიათებს, როგორიც კონიუქტივიტს აქვს. ამიტომ ხშირად, ასეთ დროს, მშობლები პატარებს კონიუქტივიტის სამკურნალოდ გამოსაყენებელ სპეციალურ წვეთებს აწვეთებენ. ეს დიდი შეცდომაა, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პრობლემის პროვოცირება მოახდინოს. ამიტომ ექიმის კონსულტაციის გარეშე ბავშვს საფრთხის წინაშე ნუ დააყენებთ.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის განვითარებას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს თანამედროვე პატარების ადრეულ ასაკში წერა-კითხვისა და ასოების შესწავლის დაწყება. 3-4 წლის ბავშვის თვალებისთვის ეს საკმაოდ მძიმე დატვირთვაა.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმასაც, თუ როგორი ზომის ასოებითაა დაბეჭდილი შვილისთვის შეძენილი წიგნი, რადგან წვრილშრიფტიანი წიგნი ბავშვის თვალის დაღლას იწვევს და სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. სასურველია წიგნებს დღის სინათლეზე კითხულობდნენ და არა ღამით ელექტრო სინათლეზე. აქვე გირჩევთ, რომ 3 წლამდე ბავშვი ტელევიზორთან საერთოდ არ დასვათ. სპეციალისტების აზრით რაც უფრო გვიან მიუჯდება ბავშვი ცისფერ ეკრანს, მით უკეთესი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. 5-6 წლის ბავშვმა ტელევიზორის წინ ერთ საათზე მეტი არ უნდა გაატაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები