LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულის“ 3 საუკეთესო ნომერი – თბილისის ტური

mxolodqartuli

გიორგი კელაპტრიშვილი კელაპტრიშვილების ცნობილი მუსიკალური გვარის შთამომავალია. როგორც თავად აღნიშნა, თავს მუსიკას უძღვნის. როგორც მარინა ბერიძემ აღნიშნა, მისი ხმა ჯერ კიდევ გასახსნელია, მაგრამ ინტუიციით გრძნობს, რომ გიორგი ძალიან კარგად აითვისებს და ისწავლის ყველაფერს. სოფო ნიჟარაძემ კი დასძინა, რომ ბიჭებს შორის ამ ტურში საუკეთესო ტემბრი სწორედ გიორგის აქვს.

გიორგი ცხადაძე ახმეტელის თეატრის მსახიობია, უკვე სამი წელია და ახლაც პრემიერისთვის ემზადება, თუმცა პარალელურად, „მხოლოდ ქართულში“ ბედის ცდა გადაწყვიტა. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ გიორგი კარგი მომღერალია, თუმცა მას შენიშვნებიც მისცეს – „შეიძლება არ იცი, ის ზედა ბგერები როგორ აიღო, მაგრამ მაინც კარგად ჟღერს“, დასძინა მარინა ბერიძემ.

ნუცა თოფურია „ანა-ბანას“ ყოფილი მონაწილეა. „რუსთავი 2“-ში ბავშვობაში გატარებულ დროს სასიამოვნოდ იხსენებს და ის პერიოდი, როცა კონკურსში მონაწილეობდა, არასდროს დაავიწყდება. სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია და „მხოლოდ ქართულში“ გასვლა გადაწყვიტა. ჟიურის წევრებმა მის გამორჩეულ ტემბრზე და კარგ გარეგნობაზე გააკეთეს აქცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები