აშშ-ში, ფლორიდას შტატში მკვლელმა, რომელიც 14 წელი იმალებოდა, წითელზე გაიარა და დაიჭირეს. ამის შესახებ the Independent-ი წერს.
43 წლის ტიმოტი ჰიკერსონი საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის გააჩერეს. შემოწმების დროს პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კაცზე ვირჯინიის შტატში ძებნა იყო გამოცხადებული.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2010 წლის მარტში ჰიკერსონი 23 წლის შეინა დონაჰიუს სახლში შეიჭრა და გაძარცვა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალი უკვალოდ გაქრა. პოლიციამ კი გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ჰიკერსონი იყო. ეს უკანასკნელიც მაშინვე მიიმალა.
ჰიკერსონის მოტივი დღემდე უცნობია. ამ წლების განმავლობაში პოლიციამ ვერც დონაჰიუს კვალს მიაგნო.
დამნაშავეს ციხეში გააჩერებენ მანამ, სანამ ვირჯინიაში მისი ექსტრადიცია არ დაიგეგმება.