კომპანია Prodrive ავტომობილ-ამფიბიას გამოუშვებს. სპორტული მანქანების მწარმოებელი კომპანიისთვის, ახალი ინოვაციური მანქანის შესაქმნელად შთაგონების წყარო ამერიკული Watercar Panther-ი გახდა, რომელიც Prodrive-ის დირექტორმა დევიდ რიჩარდსმა პირადი გამოყენებისთვის შეიძინა.
რიჩარდსის თქმით, მოცურავე მანქანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ცნობილია, რომ დიზელის ძრავიანი ”ამფიბია” წყლის ქვეშ 55 კმ/სთ -ით მოძრაობას შეძლებს. ავტომობილის ფასი სავარაუდოდ 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.