LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდელი, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე მდიდრულ Fantasy Bra-ს მოირგებს

21

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Victoria’s Secret-ის შოუ ლოკაციას შეიცვლის და ნიუ-იორკის ნაცვლად პარიზში გაიმართება. ამჯერად კი იმ „ანგელოზის“ ვინაობა ხდება ცნობილი, რომელიც წლევანდელ ჩვენებაზე 3 მილიონ დოლარად შეფასებულ, მდიდრული ქვებით გაწყობილ ბიუსჰალტერს – Fantasy Bra-ს მოირგებს. წელს ეს პატივი მოდელ ჟასმინ ტუკსს ხვდა წილად.

საიუველირო შედევრის წლევანდელი დიზიანერი Eddie Borgo გახდება და უკვე ცნობილია, რომ მის დამზადებაში 9000 ძვირფასი ქვა, მათ შორის მსხვილი ბრილიანტები, ზურმუხტები და 18-კარატიანი ოქრო დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შოუზე Fantasy Bra ლილი ოლრიჯმა წარმოადგინა. 2015 წელს ქმნილების ღირებულება 2 მილიონ დოლარი იყო.

unnamed-3-4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები