LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძველებული Mercedes – Benz მთლიანად განაახლეს

62

მოძველებული Mercedes – Benz მთლიანად განაახლეს. ბრენდის ამერიკულმა ოფისმა გამოუშვა ვიდეო, რომელზეც დეტალურადაა ასახული თუ როგორ იბადება და უმჯობესდება C-Class-ის მოდელები.

სპეციალისტებმა W202 ძარის მქონე ავტომობილი ბოლო თაობის მოდელად გადააქციეს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ Mercedes 24 საათის განმავლობაში სრულყოფაზე მუშაობს. ინჟინერებმა ძველ C-Class-ს ძარის პანელი, ძრავი და დინამიკური მახასიათებლები გაუუმჯობესეს. ამით მათ იმის ჩვენება სურდათ, რომ ელექტრონიკა ყოველწლიურად იცვლება, ძრავი უფრო და უფრო ძლიერი ხდება, მძღოლის რეაქცია კი უფრო ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz C-Class 2014 წელს წარმოადგინეს, 2018 წელს კი მისი სუპერ ვერსიის დებიუტი შედგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები