გუშინ თბილისის მერიამ ქალაქი საახალწლოდ გაანათა. სოციალურ ქსელში განახლებულ საახალწლო განათებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თუმცა, დღის თემა ციდან ჩამოცვენილი ქოლგები და კუბიკები გახდა.
სოც-ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ კედელზე სურათს აქვეყნებს სათაურით ”მოერიდეთ რუსთაველს და ჭავჭავაძეს”. ფოტოზე ასახულია საახალწლო განათება, რომელიც ჰაერში კი არა, პირდაპირ ასფალტზეა ”დამონტაჟებული”. ამ ფაქტით გახალისებული მოსახლეობა ფეისბუქზე სახალისო კომენტარებს არ იშურებს
”საქართველოში მართლა ყველგან უნდა იყურო ავტომობილის მართვისას, ზევითაც კი…” ”მარჯვენასაჭიანის ბრალია” ”ნარმანია დამითაგეთ” ”ნარმანია გისმენთ? ვერ დავუჭირე ჭანჭიკი და ჩამოვარდა”…