LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებმა მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გამოავლინეს

37

მოგზაურებმა მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი გამოავლინეს. ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ჟურნალ Travel + Leisure-ზე დაყრდნობით წელს ეს პატივი მექსიკურ სან-მიგელ-დე-ალენდეს ხვდა წილად. დასახლების ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და იქ სანახავი მართლაც ძალიან ბევრია. საუკეთესო ქალაქთა მეორე ადგილს, სამხრეთ კაროლინას შტატში მდებარე ჩარლსტონი იკავებს. მის ვიზიტორებს სამოქალაქო ომის ისტორიის უკეთ გაგება და ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა შეუძლიათ. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ტაილანდი და ქალაქი ჩიან მაი ასრულებს. ქალაქი უძველესი კულტურის ცენტრია და იქ 300-მდე ბუდისტური ტაძარი მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები