LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებმა მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყანა აირჩიეს

37

მოგზაურებმა მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყანა აირჩიეს და წელს ეს ტიტული ტაივანს ერგო.

გამოცემა Expat Insider-მა ყველაზე აქტიური ტურისტები, 67 ქვეყნის წარმომადგენელი 14 ათასი ადამიანი გამოკითხა და დაადგინა, რომ არანაკლები სტუმართმოყვარეობით – უგანდასა და კოსტა-რიკას მოსახლეობაც გამოირჩევა. რეიტინგის შემდეგ პოზიციებს კი მექსიკა და კოლუმბია იკავებენ. ამ ქვეყნების მონახულება მართლაც დაუვიწყარი გამოცდილებაა. მეორე მხრივ კი თუკი ნორვეგიას, შვეიცარიას, ჩეხეთს, საუდის არაბეთსა და ქუვეითს ესტუმრებით – ძალიან თბილი დახვედრის იმედი ნუ გექნებათ. ამ ქვეყნებში ადგილობრივები ძალიან ცივები არიან და უცხოელების დანახვა დიდად არ უხარიათ.

სანამ დანიშნულების ადგილს შეარჩევთ, კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, თუ რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები