LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა ყავის ჭიქით ხელში – მეგზური ყავის მოყვარულთათვის

26

ყავას ყველა სვამს, თუმცა განსხვავებულად და საკუთარი წესებით – ზოგი მხოლოდ რძიან ყავას აღიარებს, ზოგს ისედაც არომატული სასმელი ჯანჯაფილისა და დარიჩინის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ზოგი კი, ყავას ალკოჰოლთან ერთად მიირთმევს. მსოფლიოში მოგზაურობისას მზად იყავით დააგემოვნოთ ყველაზე არაორდინალური რეცეპტით მომზადებული ყავა – იქნება ის კარაქით, მარილით, ფორთოხლის ცედრით თუ სხვა დანამატებით.

იტალია: მაგარი ყავა

იტალიის კაფეებში თქვენ უბრალოდ არ გექნებათ არჩევანი, რადგან მაგარი ყავის შეკვეთით ავტომატურად თანხმდებით ესპრესოს –   იტალიურ კლასიკას. ნამდვილი ესპრესოს ამოცნობა კარამელის ფერის ქაფით შეიძლება, მისი პატარა ფინჯნით მირთმევა კი, პირდაპარ ბარის დახლთან, ერთი ყლუპითაა მიღებული.

1

თურქეთი: ყავა მორევის გარეშე

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ნამდვილი თურქული ყავა მხოლოდ სპილენძის ჯეზვეში იხარშება. ყავის მომზადების ამგვარი მეთოდი თურქებმა სპარსელებისგან მიიღეს მემკვიდრეობით. ყავის მარცვლებს თურქები დიდხანს ასუფთავებენ, ასხამენ ცივ წყალს და ატკბობენ, ნელ ცეცხლზე ადუღებენ მორევის გარეშე და არასდროს მიჰყავთ დუღილამდე. თურქეთში ყავას აუცილებლად ტრადიციულ ტკბილეულთან ერთად მიირთმევენ.

2

ავსტრია: ”დახვეწილი” ყავა

მელანჟი ავსტრიაში ყველაზე პოპულარული ყავის კოქტეილია, რომელსაც ქვეყნის ნებისმიერ კაფეში შემოგთავაზებენ. მელანჟი კაპუჩინოს რეცეპტით – მხოლოდ რბილი ყავით, რძის ქაფით და კაკაოთი მზადდება.

3

საბერძნეთი: ცივი ყავა

ბერძნები უპირატესობას ცივ ყავას ანუ ფრაპეს ანიჭებენ. ფრატეს მოსამზადებლად საჭიროა ინგრედიენტების – ყავის, რძის, შაქრის და ყინულის ერთმანეთში არა არევა, არამედ ათქვეფა. ასეთი ყავის მირთმევა საწრუპითაა მიღებული, რადგან ის უფრო რძის კოქტეილია ყავის არომატით.

4

ირლანდია: ცხელი ყავა

სანამ შოტლანდიელები ცდილობენ დაუმტკიცონ ყველას, რომ სწორედ მათი გამოგონილია ვისკი, მანამდე ირლანდიული ყავა იკრეფს პოპულარობას მთელ მსოფლიოში. ირლანდიაში ყავა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელია. ის ცივ დღეებში გათბობის საულკეთესო საშუალებაა, გარდა ამისა, ყავა ათქვეფილი ნაღებით, შაქრით და ვისკით, მართლაც ძალიან გემრიელია!

5

ეთიოპია: ”მშობლიური” ყავა

ეთიოპია ყავის სამშობლოა და დღემდე რჩება მის ერთ-ერთ სიმბოლოდ. ქვეყანა ამაყობს საკუთარი ყავის სმის მდიდარი ტრადიციებით, რომელიც ტკბილიც შეიძლება იყოს, მარილიანიც და კარაქიანიც. თვითონ ყავის ცერემონია რამდენიმე საათიც შეიძლება გაგრძელდეს. თუ გაგიმართლათ და ეთიოპიური ყავის სმის ცერემონიაზე მოხვდით, აუცილებლად დალიეთ მინიმუმ სამი ჭიქა, რათა გული არ დაწყვიტოთ სტუმართმოყვარე მასპინძელს.

6

არაბეთის გაერთიანებული ემირატები: სურნელოვანი ყავა

ყავის არაბული ტრადიციები მჭიდროდაა დაკავშირებული ბედუინებთან, რომლებიც ყავას ცხელ ქვიშაში მეტალის ჭურჭელში ადუღებდნენ. არაბული ყავა ყოველთვის მდიდარი არომატით გამოირჩევა, რომელსაც მას კარდამონი, მუსკატი და მიხაკი მატებს.

7

მაროკო: ”მრავალსახოვანი” ყავა

მაროკომ სახელი სუნელების ბაზრობით გაითქვა, ამიტომ აქ ყავასაც ყოველთვის სუნელებით მიირთმევენ. კარდამონი, ჯანჯაფილი, დარიჩინი და წიწაკა – მაროკანული ყავის სტანდარტული ინგრედიენტებია. საინტერესოა, რომ მაროკოში ქორწილში ყოველთვის ტკბილ ყავას მიირთმევენ, დაკრძალვაზე კი – აუცილებლად უშაქროს.

8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები