LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი თაობები 140 წლამდე იცოცხლებენ

122
36454

შესაძლოა ცოტა დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა მომავალი თაობების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელს გადააჭარბებს. ინფორმაციას უახლეს კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, საკვების ფართო ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მიღწევები ადამიანებს საშუალებას მისცემს იმაზე დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ.

მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 140, ხოლო ქალბატონების უმეტეს შემთხვევაში, 130 წლამდე გაიზრდება. აქამდე კი სპეციალისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ადამიანებს მაქსიმუმ 120 წლამდე შეეძლოთ ცხოვრება.

წლების წინ, მაგალითად 2010 წლისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 82, ქალბატონებისთვის კი 78 წელი იყო, რაც ბუნებრივია ბევრად ცუდ საცხოვრებელ პირობებს უკავშირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები