მომღერალსა და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პიარმენეჯერს, მაკუნა გამცემლიძეს მანქანიდან ჩანთა ამოაცალეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და პატრულის დამსახურებას აღნიშნავს მისი ნივთების სწრაფად დაბრუნებაში…
„საშინელი შეგრძნებაა, როდესაც რაღაცას გპარავენ , თან ჩანთას, რომელშიც ყველა ქალს მინიმუმ თავის საყვარელი ნივთები უდევს, მანქანიდან გადმოვედი და 2 წუთში ამომაცალეს, მაგრამ ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ ვიღაც შენზე ზრუნავს და გიცავს!
გადარეული ვარ პოლიციის მუშაობით, რომლებმაც ჩემი „უმნიშვნელო“ განსაცდელი ისევე განიცადეს, როგორც მე. საოცრად ოპერატიულად (თითქმის 1 საათში) „ქურდი“ დაიჭირეს და უმნიშვნელო დანაკარგით ყველაფერი იპოვეს ! დიდი მადლობა თბილისის პოლიციას, მე ვამაყობ და ვაღიარებ მათ დაუფასებელ შრომას !!!
და კიდევ… უმადურობად მიმაჩნია ადამიანების, რომლებიც ჩვენი კეთილდღეობისთვის ღამეებს ათენებენ, განკითხვა და ლანძღვა!
მას კი, ვინც ჩანთა ამოიღო მანქანიდან, მგონია რომ მალე გამოუშვებენ და მიხვდება რომ სხვისი გამწარებით , შენ სიხარულს ვერაფერი მოგიტანს !
ვისწავლოთ შრომის დაფასება !!!!“