მომღერალი ვალერია ავტოკატასტროფაში დაიღუპა პორტალი polituka.info ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცნობილი რუსი მომღერალი ვალერია გარდაიცვალა.
წყაროს ცნობით, მომღერალი და მისი მეუღლე, პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი სმოლენსკის რაიონში მანქანით გადაადგილდებოდნენ, როცა გზად მათ სატვირთო მანქანა შეეჯახა.
მომღერალი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა. მძიმე მდგომარეობაშია მომღერლის მეუღლეც.