LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლები Tesla-ს არასაიმედოდ მიიჩნევენ

25

გუშინ ღამით, ამერიკული კომპანიის Tesla ავტომობილებზე ფასები 10% დაეცა. ამის მიზეზი ავტოჟურნალის Consumer-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა გახდა, სადაც საუბარი იყო კომპანიის მიერ გამოშვებულ ერთ-ერთი უახლეს ავტომობილზე Tesla S. როგორც ჩანს, ამ მოდელის მიმართ მომხმარებლები საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი გამოსვლისთანავე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა და უმაღლესი შეფასებაც კი დაიმსახურა. მაგრამ, ამ ეტაპზე  მცირე დაულაგებელი დეტალებისა და დეფექტების გამო, ავტომობილი და თავად კომპანიაც, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩდა.

 

09122012-tesla-model-s-029edit

 

გარდა ამისა, ჟურნალში ხაზგასმული იყო ისიც, რომ მოხმარებლების 97% სიამოვნებით შეიძენდა იმავე კომპანიის ახალ ავტომობილს. თუმცა, საერთო ჯამში ამ გამოკითხვამ საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდინა Tesla-ს აქციებზე, რომელიც საავტომობილო ბაზარზე 10%-ით შემცირდა.

 

tesla-model-s05-3851484945058730322

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები