LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკო ეცადა, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა

37

გუშინ ღამით უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური ეტაპის 5 მატჩი გაიმართა და იმ 5 კლუბის ვინაობა გაირკვა, რომლებიც 2015-2016 წლების ჩემპიოთა ლიგის სეზონს ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ.

გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი „ლუი II-ზე“ გაიმართა. „მონაკომ“ „ვალენსიას“ 2:1 მოუგო, მაინც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რადგან პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა წაგებული. შეხვედრა სტუმრების გოლით დაიწყო, მე-4 წუთზე ალვარო ნეგრედომ ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში. მონეგასკებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, 17-ე წუთზე ანდრეა რაჯიმ გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, თუმცა მეორე გოლის გატანა მატჩის ბოლოსკენ მოახერხეს, 75-ე წუთზე ელდერსონმა „მონაკო“ დააწინაურდა. საბოლოოდ მატჩი 2:1 მორჩა „მონაკოს“ სასარგებლოდ, მაგრამ ჩეპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური „ვალენსიას“ დარჩა, „ღამურები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს – „მალმიომ“, „შახტარმა“, ზაგრების „დინამომ“ და თელ-ავივის „მაკაბიმ“.

გთავაზობთ ანგარიშებს:

“მალმიო” – “სელტიკი” 2:0 (2:3)
“შახტარი” – “რაპიდი” 2:2 (1:0)
“დინამო” (ზაგრები) – “შკენდერბიუ” 4:1 (2:1)
“მაკაბი” – “ბაზელი” 1:1 (2:2)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები