LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს პრინცის საავტომობილო კოლექციას ტურისტებს აჩვენებენ

122
9-slider-3-collection-voitures-prince-monaco

მონაკოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სასტუმრომ Metropole Monte-Carlo-მ დაიწყო გასართობი პროგრამა – Just for you, რომლის ფარგლებშიც ტურისტებს „წარსულში მოგზაურობა“ შეეძლებათ. პროგრამა მონაკოს პრინცის საავტომობილო კოლექციის მონახულებას გულისხმობს. წარსულში უნიკალური მანქანების დათვალიერება მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს შეეძლოთ, ამიერიდან კი პრივატული ექსკურსიებიც ჩატარდება.

კოლექცია 100-ზე მეტ ავტომობილს მოიცავს: ფორმულა-1-ის ბოლიდებს თუ საკულტო მოდელებს, ისეთს როგორიცაა მაგალითად, Chrysler Imperial და Rolls-Royce Phantom. ვიზიტორებს გიდი გაუძღვებათ, რომელიც მათ გასართობ ისტორიებს გაუზიარებს და ექსპონატების შესახებაც მოუყვება.

პრინცი რენე III კლასიკას 40 წელზე მეტი აგროვებდა. მის კოლექციაში არის როგორც Coups de eoeur (ყველაზე საყვარელი მანქანები), ასევე უნიკალური ვინტაჟური მოდელები. პრინცმა ალბერტ II კი მამის კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები