ვირჯილ აბლოს პირველი კოლექცია, რომელიც მან Moncler-ისთვის შეიმუშავა, ნორვეგიელ მეთევზეებს მიეძღვნა. მართალია, მეორე კოლექციას არ ჰქონდა კონკრეტული თემა, მაგრამ მაინც საინტერესო გამოვიდა, მითუმეტეს რომ სრულად შენარჩუნდა აბლოს ე.წ. street style-ის ტრადიციები – დიაგონალური ხაზები, მსხვილი წარწერები, ნარინჯისფერი, თეთრი და შავი ფერები, რომლებიც იდეალურად მოერგო Moncler-ის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიურ ქსოვილს.