LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი ლარა კროფტი ალისია ვიკანდერი გახდება

87

ფილმში ლარა კროფტის შესახებ მთავარ როლს ოსკაროსანი ალისია ვიკანდერი შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. ფილმის რეჟისორი როარ უტჰაუტი გახდება, პროექტით კი სტუდიები MGM და GK Films დაკავდებიან.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ როლზე ბევრი მსახიობი მოიაზრებოდა, თუმცა ვიკანდერი ყოველთვის მთავარი პრეტენდენტი იყო.

ფილმი „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ ეკრანებზე 2001 წელს, ხოლო მისი გაგრძელება – 2003 წელს გამოვიდა, ორივე მათგანში მთავარი როლი ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები