2000-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მსახიობმა, ოსკაროსანმა რასელ ქროუმ ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა იმიჯი. მსახიობმა საგრძნობლად მოიმატა წონაში, რაც არაერთხელ გამოჩნდა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე.
ამჯერად „გლადიატორისა“ და „ბრწყინვალე გონების“ ვარსკვლავი იტალიაში, უფრო კონკრეტულად კი ფლორენციაში დასვენებისას გადაიღეს, სადაც ის უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ლუდს შეექცეოდა და ქალაქს ათვალიერებდა.
მსახიობი ბოლო დროს წვერს ატარებს. ის სპორტულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას და ხშირად ჩნდება ასისტენტის გარემოცვაში. ქროუ იტალიაში ამჯერადაც ასისტენტთან ერთად იმყოფება.