LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოთხილამურე იონ ოლსონმა უნიკალური Audi RS6 Avan შეიძინა

99

მოთხილამურე იონ ოლსონმა ახალი ავტომობილი შეიძინა – Audi RS6 Avant. აღსანიშნავია, რომ უნივერსალმა ABT Sportsline-ის სპეციალისტებისგან გაუმჯობესება მიიღო. რამდენიმე წლის წინ, იონ ოლსონს Audi RS6 DTM ეკუთვნოდა, თუმცა ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს და შემდეგ დაწვეს. ამჟამად კი შვედმა მოთხილამურემ ისევ გადაწყვიტა ინგოლშტადტიდან ავტომობილი შეეძინა. ახალი უნივერსალი 4,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 735 ცხენის ძალას ავითარებს.

დატიუნინგებულ უნივერსალს ხმამაღალი გამონაბოლქვის სიტემაც აქვს. გარდა ამისა, ნახევარი ძარა შავია, მეორე ნახევარი კი თეთრი, შუაში კაშკაშა წითელი ფერის ზოლი აქვს, რამაც მოდელს უფრო მეტი სპორტულობა შესძინა. როგორც ჩანს, სპორტსმენმა ვერ გადაწყვიტა, რომელი ფერი უფრო მოსწონს. სამწუხაროდ ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს ექსკლუზიური გაუმჯობესების ღირებულების დადგენა. თუმცა ფაქტია, რომ ოლსონმა Audi RS6 Avant-ის დატიუნინგებას მსხვილი თანხა მოახმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები