LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუხელთებელმა დამნაშავემ ორი ბანკი ორ დღეში წერილების დახმარებით გაძარცვა

111
117115935

ამერიკელი სამართალდამცველები ეძებენ მოუხელთებელ დამნაშავეს, რომელმაც ორი დღის განმავლობაში Flagstar-ის ორი ბანკის ფილიალი გაძარცვა, მუქარის შემცველი ჩანაწერების გამოყენებით. ამის შესახებ წერს New York Post.

ორივე თავდასხმა  ნიუ-იორკის შტატში მოხდა, ლონგ-აილენდის კუნძულზე. ორშაბათს, 8 დეკემბერს, მამაკაცი შევიდა ბანკის ფილიალში, მოლარეებს უჩვენა მუქარის შემცველი წერილები და გაურკვეველ თანხასთან ერთად ავტომობილით მიიმალა. ორ დღეზე ნაკლებ დროში ის კვლავ მივიდა იმავე ბანკის ფილიალში ქალაქ ნორტ-ბაბილონში,  მოლარეს წერილი გადასცა, ფული აიღო და ტერიტორია ფეხით დატოვა.

მძარცველის დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული აღწერის მიხედვით, ის იყო მელოტი მამაკაცი წვერით, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ქურთუკი. სხვა დეტალებს ინციდენტების შესახებ და თანხებს, რომლებიც მან მიითვისა, პოლიცია არ ასაჯაროებს. 

Flagstar-ის ბანკის ადმინისტრაციამაც უარი განაცხადა მომხდარზე კომენტარის გაკეთებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები