მოწევა ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევს. მოწევის კიდევ ერთ საშიშ შედეგზე დანიელი მეცნიერები საუბრობენ. კოპენჰაგენის გაფანტული სკლეროზის ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა იმუნიტეტის დაქვეითებას განაპირობებს.
ჩატარებული კვლევების შედეგად მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ სიგარეტის კვამლის გავლენით, იმუნური სისტემა ორგანიზმის ქსოვილებს უცხოდ აღიქვამს და მათთან ბრძოლას იწყებს.
ნაშრომის ავტორების აზრით, ამ სფეროში მიზანდასახული კვლევები მათ თამბქოს კვამლისგან გამოწვეული დაავადებების გამოვლენაში დაეხმარებათ.