LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყვარულთა თასზე რვა გუნდი გამოიკვეთა

48

„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები, რომელსაც 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. გამოვლინდა 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, (4 უმაღლესი ლიგიდან, 4 პირველი ლიგიდან), რომლებიც ერთმანეთს თბილისის თასზე დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
სეუ – უქიმერიონი;
ვაზისუბანი – წისქვილი;
ბურე – გლდანი;
დიდუბე – სდსს.

თბილისის თასის შეხვედრები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

რეგიონების ქვოტა ფინალურ ეტაპზე:
1.აჭარა – 1 გუნდი;
2.გურია – 1 გუნდი;
3.რაჭა-ლეჩხუმი – 1 გუნდი;
4.სამეგრელო – 2 გუნდი;
5.იმერეთი – 2 გუნდი;
6.შიდა ქართლი – 2 გუნდი;
7.ქვემო ქართლი – 1 გუნდი;
8.სამცხე-ჯავახეთი – 2 გუნდი;
9.კახეთი – 1 გუნდი;
10.მცხეთა – მთიანეთი – 1 გუნდი;
11.თბილისი – 2 გუნდი.

„მოყვარულთა თასი 2016“-ის მუნიციპალურ და რეგიონალურ ეტაპზე გუნდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.
„მოყვარულთა თასი 2016“-ის გუნდების შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.

1

2

u

u1

u2

unnamed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები