LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრბოლელმა ქალმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა – ის საათში 550 კილომეტრამდე აჩქარდა

103
მრბოლელმა ქალმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა - ის საათში 550 კილომეტრამდე აჩქარდა

მრბოლელმა ბრიტანი ფორსმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა, საათში 550 კილომეტრამდე აჩქარდა. სპორტსმენმა ახალი შედეგი ამერიკული სერიის Top Fuel-ის ფარგლებში დააფიქსირა. გარდა ამისა, ბრიტანის სხვა რეკორდებიც ეკუთვნის, მათ შორის სიჩქარის წინა რეკორდიც, რომელიც მან 2022 წელს დაამყარა და მას შემდეგ მისი გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.

ბრიტანი ფორსის დრეგსტერის სიმძლავრე 11 ათასი ცხენის ძალაა. 2022 წელს მრბოლელმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა, საათში 545 კილომეტრის განვითარება შეძლო. ამჯერად კი სპორტსმენი გახდა თავის კლასში პირველი, რომელმაც 550 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ რეკორდი ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო რბოლის დროს დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები