Nissan-მა წარმოადგინა რობოტი, რომელსაც ავტომობილის კარების გახსნა შეუძლია. იაპონური ბრენდის ახალ გაჯეტს “Mrs. Doorboto” ეწოდა და მან სამუშაო ადგილი უკვე იპოვა. რობოტი მიჩიგანის შტატში, ბრენდის ქარხანაში დასაქმდა და მას ყოველ 6 წამში ერთხელ ავტომობილის კარების გაღება-დაკეტვა ევალება. საავტომობილო გამომცემლობების ინფორმაციით, მოწყობილობა რობოტიზირებულ ხელს წარმოადგენს და მისი დავალება მართლაც ძალიან მარტივია – მან ავტომობილის კარი უნდა გამოსცადოს.
აღსანიშნავია, რომ ავტომფლობელები 10 წლის განმავლობაში ავტომობილის კარს საშუალოდ 45 ათასჯერ მაინც ხსნიან, “Mrs. Doorboto“-ს კი ამის გაკეთება სულ რაღაც 3 დღეში შეუძლია.


