LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობურ-ლესბოსური კოცნა – ნინი ონიანი და ნათია წიწილაშვილი

54

მოდელი და მსახიობი ნინი ონიანი და მსახიობი,ნათი წიწილაშვილი თამამ ნაბიჯს დგამენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ კოცნის ფოტოს, რომელსაც გოგონების „ფეისბუქის“ კედელზე უამრავი გამოხმაურება ამოჰყვა. რეჟისორი დათო იმედაშვილი წერს, რომ ამ კოცნის შემდეგ გოგონები უფრო შეუყვარდა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, ია სუხიტაშვილმა და მანანა აბრამიშვილმა, დაბადების დღეზე გადაღებული ასეთივე ფოტო, სადაც ერთმანეთს ტუჩებში კოვნიან, სოციალურ ქსელში განათავსეს. მას შემდეგ, რაც იას ჟურნალისტებმა დაურეკეს იმის საკითხავად, რას ემსახურებოდა ამ ფოტოს გასაჯაროება, იამ ძალიან გაიკვირვა ასეთი სახის კითხვა და ჟურნალისტები უცენურო გამონათქვამებით გამოისტუმრა, ამასთან, აღნიშნა, რომ ლესბოსური მიდრეკილებები არ აქვს და უბრალოდ, იხუმრა.

ნინისა და ნათიას ფოტოს კი შემდეგ სახის კომენტარები მოჰყვა: „დღეს რას აღვნიშნავთ?“, „აუუ, რა მაგარია“, „არადა, მევასებოდი“, „ფოტოშოპია?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები