LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვენიერი ჯორჯინა როდრიგესი ლამაზად ატირდა რონალდოს გამარჯვების გოლის შემდეგ

255
2542637-52751450-2560-1440

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სამყარო ერთხელაც აალაპარაკა, მისმა სამმა გოლმა „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. 86-ე წუთზე პორტუგალიელმა გადამწყვეტი პენალტი გაუტანა „ატლეტიკოს“.

ამ ყველაფერს ვიპ ლოჟიდან უცქერდა კრიშტიანოს მეორე ნახევარი პირმშვენიერი ჯორჯინა როდრიგესი. მესამე გოლის შემდეგ დიაცმა ცრემლი ვერ შეიკავა და ლამაზად ამჩატდა. ქალმა ორიოდ კურცხალი გადმოაგდო.

ჯორჯინა ამით არ დაკმაყოფილდა და თამაშის შემდეგ ინსტაგრამზე დაწერა:

„ამ 3:0-ს ვერავინ წაგართმევს. შენ იმსახურებ ამას და არა მარტო დღევანდელი ჰეთ-თრიკის გამო. შენ ამას იმსახურებ იმ ერთგულებისთვის, რასაც კლუბს აძლევ. შენ მაგალითი ხარ თანაგუნდელებისთვის, მწვრთნელისთვის. ყველა ჩვენთაგანი შენით აღფრთოვანებულია. ღმერთმა იცის ეს და გფარავს, რადგან ფეხბურთის სამყარო – შენია. ჩვენ შენ გვიყვარხარ. კრიშტიანო, მატეო, ევა, ალანა და ჯორჯინა“, – დაწერა რონალდოს გოგომ.

რონალდო და ჯორჯინა 2016-ის სექტემბრიდან ხვდებიან, 2018-ის ნოემბერში კრიშტიანომ გოგოს ხელი თხოვა. მათ საერთო შვილი ყავთ – ალანა-მარტინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები