LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა

104
მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა

მსოფლიო ავტო ბაზარი მაისის თვიდან პირველად გაიზარდა. 2024 ოქტომბრის შეჯამებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7 932 657 მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილი რეალიზდა. ეს კი 5,7%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. აქამდე გაყიდვების ზრდა 5 თვის წინ დაფიქსირდა, ივნისიდან სექტემბრის თვემდე პერიოდში ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ავტო ბაზრობა კვლავინდებურად ჩინეთია, სადაც შემოდგომის მეორე თვეს 2 484 474 ახალი ავტომობილი გაიყიდა. 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდამ 5,1% შეადგინა. მეორე ადგილს აშშ იკავებს, 1 343 919 რეალიზებული მანქანით და ნაკლებად შესამჩნევი 11,5%-იანი ზრდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები