LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანია

138

მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანიის გამოსავლენად გამოკითხვა მგზავრებს შორის  „Skytrax Worl Airline Award“- ის დაკვეთით მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგები კი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ვნახოთ როგორ გადანაწილდა მგზავრთა ხმები:

  1. QANTAS

QANTAS Airways ავსტრალიური კომპანიაა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, 14 ქვეყანაში ემსახურება მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არც ისე დიდი ხანია მოღვაწეობს, მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანიაში მეათე ადგილს იკავებს.

  1. EVA AIR

EVA AIR-ი მეორე უდიდესი კომპანიაა ტაივანში. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში ემსახურება მომხმარებელს. 2013 წლის ივნისში „Star Alliance”-ს წევრიც გახდა, რომლის დევიზია „Sharing the World, Flying Together”. „მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მეცხრე ადგილი, ძალიან პრესტიჟულია“- განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

  1. GARUDA INDONESIA

ინდონეზიური ავიაკომპანია GARUDA ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაა ამ სიაში. თუმცა, მიუხედავად ახალგაზრდობისა, მან უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. ავიაკომპანიის ანგარიშზე ირიცხება 145 ბოინგი, რომლითაც ის ემსახურება ტურისტებს ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე.

  1. ANA ALL NIPPON AIRWAYS

ამ იაპონური კომპანიის წარმატება ჯერ კიდევ 1952 წლიდან დაიწყო. კომპანია ემსახურება მომხმარებლებს 72 ქვეყანში მსოფლიოს მასშტაბით, მათ ანგარიშზე 240 თვითმფრინავია. 2013 წლის მონაცემებით კი ის მაშთაბით მეცამეტე კომპანია გახდა.

  1. ETIHAD AIRWAYS

კომპანიამ 2003 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა და დღესდღეობით 117 ქვეყანას ემსახურება. მათ ანგარიშზე 117 ბოინგი ირიცხება და არაბული ავიაკომპანიების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია.

  1. EMIRATES

1985 წელს დაარსებული ავიაკომპანია, ამჟამად 80 ქვეყანას ემსახურება 230 თვითმფრინავით. კომპანია მომხმარებელს საუკეთესო მომსახურეობას და კომფორტს სთავაზობს. შესაბამისად მათი მეხუთე ადგილზე გადმონაცვლება, ცოტა არ იყოს მოულოდნელი ამოჩნდა, როგორც კომპანიის წარმომადგენლებისთვის, ასევე კრიტიკოსებისთვისაც.

  1. TURKISH AIRLINES

თურქული ავიაკომპანია 1933 წელს დაარსდა. დღესდღეობით ის ყველაზე მეტ ფრენას ასრულებს მსოფლიოს გარშემო. მათ შემადგენლობაში შედის 261 თვითმფრინავი, რომელიც 243 ქალაქს ემსახურება. EVA AIR-ის მსგავსად, თურქული კომპანიაც „Star Alliance”-ს წევრია.

  1. CATHAY PACIFIC AIRWAYS

კომპანიამ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა „World’s Best Airline”-ს წოდება, გახდა „Airline of the year 2014”-ის გამარჯვებული და ჯერ-ჯერობით პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც ზედიზედ რამდენიმე წელია არ თმობს მოწინავე პოზიციებს. ის მსოფლიოს მასშტაბით 130 ქვეყანას ემსახურება 150 თვითმფრინავით.

  1. SINGAPORE AIRLINES

Singapore Airlines ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად. მას შევხვდებით მსოფლიოს ნებისმიერ კონტინეტზე. კომფორტი, მომსახურების ხარისხი, ინოვაცია და საუკეთესო პერსონალი, ახალგაზრდა ავიაკომპანიის წარმატების დასაბამი გახდა. წლევანდელი გამოკითხვაც სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

SINGAPORE

  1. QATAR AIRWAYS

ძალიან მცირე დროში, ავიაკომპანიამ შეძლო გაეზარდა მომსახურება 140 ქალაქამდე მსოფლიოს მასშტაბით. მათი ხარიხსი, კომფორტი და მომსახურება საუკეთესოა მსოფლიოში. ის პოპულარობით სარგებლობს როგორც ბიზნეს სფეროში, ასევე სამოგზაურო თუ გადაზიდვების კუთხით. ავიაკომპანია „Global Airline Alliance”-ს წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები