ვისაც წარსულში მოგზაურობა სურს, თანამედროვე ქალაქების იმ ისტორიულ ქუჩებზე უნდა გაისეირნოს, რომელთაც იდეალურად შემოინახეს უძველესი ატმოსფერო.
ბისბეს ქუჩა ბარსელონას გოთიკურ კვარტალში – შუასაუკუნეების ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ქუჩაა თავისი 1926 წელს აგებული ნეოგოთიკური ხიდით.
საიდუმლოებით მოცული ტრასტევერე რომში – ტიბრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული შუასაუკუნეების ქალაქია, სადაც არასდროს მოგბეზრდებათ სეირნობა.
შემბლზის ქუჩა იორკში – ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ქუჩაა, რომელიც ევროპის ყველაზე კარგად შემონახულ შუა საუკუნეების ქუჩად ითვლება.
მდინა – მალტის უძველესი დედაქალაქი თითქოს წარსულში ცხოვრობს, რომელიც სტუმრებს თანამედროვე ყოფისთვის უჩვეულო სიმშვიდით და შუასაუკუნეების ზღაპრული ატმოსფეროთი იზიდავს.
სამხრეთის ქუჩა ჩინეთის ქალაქ პინიაოში – ერთ-ერთი იშვიათი ქუჩაა ჩინეთში, რომელმაც სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერი. მეტიც, თითქმის არ შეცვლილა ქუჩის ბინადართა ცხოვრების წესი, რომელთაც დღემდე შემოინახეს ცნობილი დინასტიების მინგისა და ცინის ეპოქის ტრადიციები.




