მსოფლიოში უამრავი ავტოქარხანა არსებობს, რომლებიც წელიწადში მილიონამდე ავტომობილს აწარმოებენ. თუმცა მათგან ყველას არ შეუძლია იტრაბახოს ულტრათანამედროვე დანადგარებით.
დღევანდელი ჩვენი სტატია სწორედ მსოფლიოს 10 ყველაზე დიდ ავტოქარხანას ეხება. მაშ ასე…
AMG – აფალტებრა, გერმანია
გერმანიის ერთ-ერთ მომცრო ქალაქში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტოქარხანა მდებარეობს, რომელიც კომპანია Mercedes-Benz-ს ეკუთვნის. ქარხანა 1976 წელს დაარსდა. ყველაზე დიდი ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც აფელტებრაში AMG-ის ცენტრალური ოფისი გაიხსნა.
ამ დროისთვის ქარხანა სწორედ AMG-ს მფლობელობაში შედის, თავად AMG კი Mercedes-Benz-ის შვილობილი კომპანია გახლავთ. ქარხანა კი მთლიანად Mercedes-Benz-ის ავტომობილების დამზადებას ემსახურება.
Chevrolet Corvette – ბოულინგ-გრინი, კონეკტიკუტის შტატი
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქარხნებიდან უმეტესობა სხვადასხვა მოდელების დამზადებაზეა ორიენტირებული, თუმცა Corvette-ის ქარხანა გამორჩეულია იმით, რომ სწორედ ერთადერთ და უნიკალურ ავტომობილზე Chevrolet Corvette-ზეა ორიენტირებული.
ქარხანა 1954 წელს General Motors-მა დაარსა და დაარსებიდან დღემდე ერთადერთი მოდელის დამზადებას ემსახურება. თავად GM-ს ხელმძღვანელობა ამ ქარხანას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.
Bentley – კრუ, ბრიტანეთი
კრუ სწორედ ის ქალაქი გახლავთ, სადაც დღესდღეობით Bentley-ს ავტომობილების დამზადება მიმდინარეობს. ქარხანა 1938 წელს დაარსდა. თუმცა თავდაპირველად ქარხანა Rolls-Royce-ს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფეობდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Rolls-Royce-მა შეწყვიტა საავიაციო ძრავების დამზადება, ხოლო Bentley Volskwagen-მა შეიძინა. რაც შეეხება ქარხანას, იმის გამო, რომ Rolls-Royce მას თითქმის აღარ იყენებდა, სიმბოლურ თანხად სწორედ გერმანელებმა შეიძინეს.
Rolls-Royce – გუდვუდი, ბრიტანეთი
მას შემდეგ რაც კომპანია BMW Rolls-Royce-ს მფლობელი გახდა, დაიწყო ფართის ძიება, სადაც ავტომობილების წარმოების გაფართოებას შეძლებდა. თუმცა BMW-მ გადაწყვიტა, რომ კომპანიის ქარხანა ბრიტანეთშივე დაეტოვებინა და ამ მიზნით მან გუდვუდი შეარჩია.
Mazda – ხიროსიმა, იაპონია
თითქმის 100 წელი გავიდა Mazda-ს მიერ ხიროსიმაში დაარსებული ქარხნის გახნიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ხიროსიმაშია მოთავსებული კომპანიის ცენტრალური ოფისიც.
ხიროსიმას ქარხანა ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ Mazda-ს ავტომობილების წარმოებაზე. ქარხანამ ძალიან ბევრ სტიქიურ, თუ ტრადიაციულ პრობლემებს გაუძლო და დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელ ქარხანად ითვლება.
Ferrari – მარანელო, იტალია
არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდი ერთ-ერთი უდიდესი და შთამბეჭდავი ქარხნის მფლობელია. 1943 წელს დაარსებული ქარხანა, კომპანია Ferrari-ს დიდ ისტორიას ინახავს. აქ მოხვედრილ ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ, როგორც ისტორიას, აგრეთვე უახლესი ავტომობილების დამზადების პროცესსაც.
Volkswagen – ვოლფსბურგი, გერმანია
Volkswagen-მა მოღვაწეობა 1930 წელს დაიწყო და პირველი ქარხანა, სწორედ ვოლფსბურგში, 1938 წელს გახსნა. სწორედ ამ ქარხანაში დამზადდა პირველი ”Juke” და “Beetle”, რომელმაც კომპანიას უდიდესი წარმატება მოუტანა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა გერმანელების ეს ქარხანა, კვლავაც აქტიურია და მსოფლიოს უდიდეს ქარხნებს შორის, პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს.






