LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები ბათუმში გრან პრის იწყებენ

15

ბათუმში, სტარტი აიღო მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპმა. ტურნირის საზეიმო გახსნა გუშინ საღამოს სასტუმრო ”ინტურისტში” გაიმართა.

შეჯიბრში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექსჩემპიონი, საჭადრაკო ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 000 იღებს. პირველად გრან პრის ეტაპების ისტორიაში პირველობისათვის ერთბაშად 4 ქართველი ქალი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტური დღეს (20 აპრილი) 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 2 მაისს გაიმართება.
მონაწილენი:

1. მარია მუზიჩუკი (უკრაინა);
2. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი);
3. ანა მუზიჩუკი (უკრაინა);
4. ნანა ძაგნიძე (საქართველო)
5. ჟაო ქსიუ (ჩინეთი);
6. ვალენტინა გუნინა (რუსეთი);
6. ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
7. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო);
8. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო);
9. ნინო ბაციაშვილი (საქართველო);
10. ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი);
11. ელინა დანიელიანი (სომხეთი)
12. ოლგა გირია (რუსეთი);

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები